ადვოკატთა საერთო კრებაზე ადვოკატთა მანტიებზე მსჯელობა გაიმართა

29 ოქტომბერი 2015

 24 ოქტომბერს პროფკავშირების კულტურის სასახლეში ადვოკატა საერთო კრება გაიმართა, სადაც ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს. კრებაზე ადვოკატები ილია ჭავჭავაძის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით. ასევე, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ორდენით და ადვოკატის ღირსების ორდენებით დააჯილდოვდნენ. ადვოკატთა საერთო კრებამ დაადგინა, რომ ილია ჭავჭავაძის პირველი ხარისხის ორდერი, 10 წელში მხოლოდ ერთ პიროვნებას გადაეცემა, რომელმაც ყველაზე დიდი როლი ითამაშა ქვეყნის ცხოვრებაში. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის წარდგინებით, ილია ჭავჭავაძის პირველი ხარისხის ორდენი გადაეცა საქართველოს პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს.

რაც შეეხება წლის განმავლობაში "ადვოკატთა ასოციაციის" საქმიანობის ანგარიშს, ზაზა ხატიაშვილმა რამდენიმე საკითხი გამოყო. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ შეძლო და გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი "პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციასთან", რომელსაც ლეგენდარული ლეხ ვალენსა დაესწრო. ასევე, ადვოკატთა უფლებების დაცვის კუთხით, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის ჩართულობით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ევროპის პარლამენტში საჩივარი შეიტანა, რათა ადვოკატთა დევნაზე ევროპარლამენტმა განხილვები დაიწყოს. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა საეღაშორისო ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. კრებაზე მოისმინეს ინფორმაცია ადვოატთა განგრძობადი იურიდიული განათლების მიმდინარეობის შესახებ, ეთიკის კომისიის საქმიანიბის ანგარიში. ადვოკატის მანტიის ტარების შესახებ დისკუსია გაიმართა, კრებაზე დამსწრე ადვოკატთა უმრაველსობის გადაწყვეტილებით, მსჯელობა მანტიის ტარების შესახებ გადაიდო ორი წლით.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში ორი ადვოკატის და სამი არაადვოკატი წევრის არჩევა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი